სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა- რას წერს შოთო სიხარულიძე
ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სუხარულიძე აცრცელებს.
„სასწაული მოხდა, ემიგრანტი გონზე მოვიდა. უფალმა გადაარჩინოს, დავმუნჯდი მე, რამხელა სიხარულია თქვენმა ლოცვამ და ვედრებამ სასწაული მოახდინა. არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გერმანიიდან ამ წუთებში ეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღე.
გერმანელი ექიმები იმედს იძლევიან.. გილოცავთ ყველას კიდევ და კიდევ, მიყვარხართ ძლიერ, ვინც ასე მიიტანეთ გულთან ეს ამბავი. ჯანმრთელად მყავდით, ყველა და სულ საუკეთესო ამბები და უსაზღვრო ბედნიერება გდევდეთ ცხოვრების მეგზურად, უფლის მადლით.
ოჯახის სახელით გიხდით მადლობას...! ღმერთმა მეტი სიკეთე შეგვაძლებინოს, ძალიან მაგარო ადამიანებო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა. სასწაულები უფლის საჩუქარია და ისე გვეცხოვროს, რომ დაგვემსახურებინოს, ამინ.“ - წერს შოთო სიხარულიძე.