არაფრისგან თამაშს ცვლის ' - სპალეტიმ ინტერთან მატჩამდე კვარაცხელიაზე ისაუბრა
იტალიის სერია A თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდება. ნაპოლი მე-16 ტურში მილანის ინტერს "სან სიროზე" შეხვდება. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას სათამაშო ფორმაზე:
"ლობოტკა და კვარა მოსამზადებელ პერიოდში სწორად მუშაობდნენ. იუვე სტაბია პატივსაცემი მეტოქე იყო, რომლის წინააღმდეგ ორივემ კარგად ითამაშეს. კვარა ძალიან კარგი ბიჭია, არაპროგნოზირებადი თამაში ახასიათებს და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი დამატებითი პლუსია, ასეთი მოთამაშე მატჩებში არაფრისგან ქმნის ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, სქემების, თანაგუნდელებისა და სხვა ყველაფრის გარეშე", - თქვა სპალეტიმ.შეგახსენებთ, რომ ინტერისა და ნაპოლის მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 15 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანთან 8-ქულიანი უპირატესობა აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.