სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლელი და დიქტატორია ის იყო იმ რე­ჟი­მის ბე­ლა­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლა კობახიძის

სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლელი და დიქტატორია ის იყო იმ რე­ჟი­მის ბე­ლა­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლა კობახიძის

პოლიტიკა
14-12-2022, 20:00



მარ­თლა ყელ­ში ამო­ვი­და ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე - სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი კი არ არის, ის არის პირ­ვე­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი და მკვლე­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო იმ რე­ჟი­მის ბე­ლა­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლა.

"მარ­თლა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ყელ­ში ამო­ვი­და ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე. გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, 15 კმ ავ­ტო­ბა­ნი გა­იხ­სნა - ეს აინ­ტე­რე­სებს ხალ­ხს. არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებს ეს ამ­ბა­ვი მე­დი­ა­ში და აინ­ტე­რე­სებთ კრი­მი­ნა­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი სად იქ­ნე­ბა და რო­გორ იქ­ნე­ბა. ეს არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძელ­დეს. გუ­შინ კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და ჩვენ არ ვართ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც პა­ტიმ­რებს კლა­ვე­ნო, მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ მათ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლო­ბით პა­ტი­მა­რი მოკ­ლა და ამ რე­ჟი­მის ბე­ლადს ნუ გა­დაგ­ვა­ყო­ლებთ რა, ამო­ვი­და ყელ­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო იმ რე­ჟი­მის ბე­ლა­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლა, რაც პირ­და­პირ ციფ­რე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მკვლე­ლე­ბის ბე­ლად­ზე ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ მე-500 დღეა მე მგო­ნი. რა უბე­დუ­რე­ბაა, სირ­ცხვი­ლი არ არის?!“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ის მარ­თლაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ მას ეს სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს.

"ინ­ტე­რე­სი არ მაქვს და რა­ტომ გინ­დათ, და­მა­ინ­ტე­რე­სოთ მკვლე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლით? 9 200 პა­ტი­მა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერთ პა­ტი­მარ­ზე გვა­ლა­პა­რა­კებთ ამ­დე­ნი ხანი, რო­დე­საც ეს პა­ტი­მა­რი, მით უმე­ტეს, არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც დღეს სას­ჯელს ცი­ხე­ში იხ­დის. ასეთ მძი­მე კრი­მი­ნალ­ზეც, უმ­ძი­მეს დამ­ნა­შა­ვე­ზეც კი სა­ხელ­მწი­ფო სა­თა­ნა­დოდ ზრუ­ნავს. დღეს ის წე­სით ცი­ხე­ში უნდა იყოს, მაგ­რამ არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რა­ტომ მე არ ვიცი, მაგ­რამ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ პირ­ვე­ლი დიქ­ტა­ტო­რი და მკვლე­ლია.

"რაის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი? სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი კი არ არის, ის არის პირ­ვე­ლი მკვლე­ლი და დიქ­ტა­ტო­რი. 100 კაცს მარ­ტო წე­ლი­წად­ში კლავ­და ცი­ხე­ებ­ში, 500 კაცი მარ­ტო აგ­ვის­ტოს ომს შეს­წი­რა თა­ვი­სი ავან­ტი­უ­რით და ღა­ლა­ტით და მერე ხელი მო­ა­წე­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას, სა­დაც ჩა­წე­რა, რომ ომი ქარ­თულ­მა არ­მი­ამ და­ი­წყო და ამას უწო­დებთ თქვენ მე­სა­მე პრე­ზი­დენტს. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი კი არა, პირ­ვე­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი და მკვლე­ლია სი­ნამ­დვი­ლე­ში. ამი­ტომ ღირ­სია, რომ 6 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­დოს, რაც აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. აცა­დეთ სას­ჯე­ლის მოხ­და,“ - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთ ექ­სპერტს წა­მოს­ცდა, რომ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე კუ­ჭის ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და მხა­რე­ებს სი­მარ­თლის თქმის­კენ მო­უ­წო­და.

"სხვა­თა შო­რის, ლომ­ჯა­რი­ას ექ­სპერ­ტმა ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ჩა­მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე რე­ზექ­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი, ანუ კუ­ჭის ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა სა­ი­ტი­დან და "ფე­ის­ბუ­ქი­დან“ არის გამ­ქრა­ლი ეს ვი­დეო. რა­ტომ? იმი­ტომ რომ წა­მოს­ცდათ და ამის ჩვე­ნე­ბაც არ გინ­დო­დათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხა­რით სი­მარ­თლე, თუ კაცს აქვთ კუ­ჭის ოპე­რა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად იწ­ვევს წო­ნის სე­რი­ო­ზულ კლე­ბას უთხა­რით ამა­ზე სი­მარ­თლე, თუ სხვა რა­ღა­ცა­შია საქ­მე იქაც... თქვენ ათა­სი ტყუ­ი­ლით გინ­დათ, რომ მკვლე­ლი და უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ა­ცო­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გა­ა­ნე­ბეთ თავი ამ ხალ­ხსაც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ყვე­ლა­ფერს გა­ა­ნე­ბეთ თავი, გა­ა­შუ­ქეთ ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა,“ - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.



კომენტარები
სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლელი და დიქტატორია ის იყო იმ რე­ჟი­მის ბე­ლა­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლა კობახიძის
სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლელი და დიქტატორია ის იყო იმ...
14-12-2022, 18:47
პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული ნიკა მელია კი ამომრჩევლის კრიტიკით უკმაყოფილოა" - თაკო ჩარკვიანი
პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე...
19-11-2022, 19:05
რუსეთთან პირისპირ დავრჩებოდით, ვიღაცებს რომ ავყოლოდით - იყო პირდაპირი მცდელობა, საქართველო ჩაერთოთ ომში" - ირაკლი კობახიძე
რუსეთთან პირისპირ დავრჩებოდით, ვიღაცებს რომ...
17-11-2022, 23:14
ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და...
3-11-2022, 19:50
რა უნდა ვიცოდეთ ახალ „დელტამიკრონ“ შტამზე - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა უნდა ვიცოდეთ ახალ „დელტამიკრონ“ შტამზე -...
16-03-2022, 22:08
ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი - "გაუჩერებლად ვიმეორებდი, ტყუპი ხომ უკვე მყავს, შეუძლებელია, კიდევ სამი გამიჩნდეს-მეთქი"
ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი -...
12-01-2022, 18:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно