მინდა, ჩემი შვილი წავიყვანო, დაიტიროს მამამ, ქრისტიანულად დავკრძალო... დავალიანება თუ არ დაიფარა, წაიყვანენ და დამარხავენ სადღაც აქ, თურქეთის მიწაზე..." - შვილმკვდარი დედა ემოციურ მიმართვა ყველას აგატირებთ
16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება.
მარიამის დედამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხალხს დახმარება სთხოვა, აქვე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს დავალიანება გადახდილია, სიცრუეა. მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს მხრიდან არავინ დაკავშირებია.
"თუ არ დავფარებთ 44 ათასი, ბავშვს არ გაგვატანენ..ხალხი რიცხავს, ცოტ-ცოტა გროვდება, არ ვიცი, როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი..საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არავინ დაგვკავშირებია, დავალიანება ისევ რჩება...ჩემი ბავშვი არის მორგში, არის გაყნული, როდემდე უნდა იყოს გაყინული..ყველას მადლობა, ვინც დამეხმარა, არავინ დაგვკავშირებია ჩვენ..საელჩო გადასვენებაში დაგვეხმარება...თუ ვერ გადავიხადეთ თანხა, ეგეთი ინფორმაციაც არის, რომ წაიყვანენ და დამარხავენ სადღაც აქ, თურქეთის მიწაზე...მინდა, ჩემი შვილი წავიყვანო და ქრისტიანულად დავკრძალო, დაიტიროს მამამ და ჩემმა და-ძმებმა, ახლობლებმა", - განაცხადა მარიამის დედამ, რუსკა ხუციშვილმა.
16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა. ის ჯერ მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადიოდა, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.