რონალდუ: "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიღალატა"

რონალდუ: "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიღალატა"

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-11-2022, 21:52



დრამატული ზაფხულის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს დაპირებული ინტერვიუ გამოქვეყნდა, პორტუგალიელმა ყველა გააკრიტიკა.


"მანჩესტერში მიღალატეს, ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს მიმართ პატივისცემას თვითონ არ იჩენს. ვგრძნობ, რომ მიღალატეს, ვიგრძენი, რომ ზოგს არ ვუნდივარ, არა მარტო წელს, არამედ შარშანაც. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მაშინ არც მე ვცემ პატივს.


ალექს ფერგიუსონის შემდეგ კლუბი არ განვითარებულა, პროგრესი ნული იყო, საერთოდ არაფერი შეცვლილა. ფერგიუსონმა ყველაზე უკეთ იცის, რომ კლუბი არ არის იმ გზაზე, რომელსაც იმსახურებს.


ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ამის დანახვა, ბრმები არიან.


ვფიქრობ, გულშემატკივრებმა სიმართლე უნდა იცოდნენ, მე კლუბისთვის საუკეთესო მინდა, ამიტომაც დავბრუნდი მანჩესტერში. კლუბში არსებობს რაღაცები, რაც არ გვეხმარება ისეთ დონეზე ყოფნაში, როგორშიც სიტი, ლივერპული და ახლა, არსენალი არიან.


ჩემი აზრით, ამ დონის კლუბი სათავეში უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. მნიშვნელოვანი ასპექტია ის, თუ როგორ გაათავისუფლეს სულშერი და შემდეგ რანგინიკი დანიშნეს - ეს ვერავინ გაიგო.


ის არასდროს ყოფილა მწვრთნელი, მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია და გაოცებული დავრჩით არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო.


რუნი? არ ვიცი, რატომ მაკრიტიკებს ასე ძალიან, ალბათ იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი ისევ მაღალ დონეზე ვთამაშობ. თუმცა, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მე მასზე უკეთესი ვარ.


მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, გულს დავუჯერე. სერ ალექსმა მითხრა: შეუძლებელია სიტიში გადახვიდე", - ამბობს რონალდუ.


შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" შვიდიანი გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა გუნდის გამოცვლას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. კრიშტიანუ ბედს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც აუცილებლად სცდის, რადგან ამ ინტერვიუს მერე მისი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა ძალიან რთულად წარმოსადგენია.



კომენტარები
"იუნაიტედმა" რონალდუს მსურველებს ფასი დაუსახელა - რა თანხას ითხოვს გუნდი
"იუნაიტედმა" რონალდუს მსურველებს ფასი დაუსახელა -...
2-05-2022, 22:30
"რონალდუ მანჩესტერში სხვა განზრახვით მოდიოდა, მაგრამ ესეც აღარ გამოსდის", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი
"რონალდუ მანჩესტერში სხვა განზრახვით მოდიოდა,...
18-04-2022, 19:52
დასჯის თუ არა მანჩესტერის ხელმძღვანელობა რონალდუს ბავშვის ინციდენტის გამო?
დასჯის თუ არა მანჩესტერის ხელმძღვანელობა რონალდუს...
12-04-2022, 00:39
"ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს" - ასენსიომ "პსჟსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს" - ასენსიომ...
11-02-2022, 00:55
კრიშტიანომ რონალდინიო და რონალდო შეადარა - პორტუგალიელი ბრაზილიაში თამაშს არ გამორიცხავს
კრიშტიანომ რონალდინიო და რონალდო შეადარა -...
15-01-2022, 00:52
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно