ახალგაზრდა თბილისელი კაცი ექიმთან მივიდა და მასთან საუბრის დროს უეცრად გარდაიცვალა - ცნობილია მისი ვინაობა
პოლიტიკა
11-11-2022, 16:23
ახლახანს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გაირდაცვალა. დაღუპული 40 წლის გოდერძი გაბაიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ექიმთან საუბრისას გარდაიცვალა.
„ცუდად გამხდარა და ახლომდებარე კლინიკაში შესულა. ექიმთან საუბარში, უცებ გარდაცვლილა..." - წერს დაღუპულის ახლობელი.
ახლობლები ახალგაზრდა მამაკაცს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ყველასგან გამორჩეული, ზრდილობიანი, ძალიან გულიანი, კოხტა, დახატული, სიყვარულით სავსე, მზე ბიჭი გამოგვაცალა სიკვდილმა უცებ. ვუთანაგრძნობ ოჯახს, სანათესაოს, გვარს, სამეგობროს, ყველას, ყველას დაგვაკლდება. გოძი..."
„შოკში ვარ. გოძია ბიჭოო..."
„ასეთი წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცის დაკარგვა არა მარტო ოჯახის, მთელი საზოგადოების დიდი ტკვივილია. ვუთანაგრძნობ მის საახლობლოს".
კომენტარები