ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ“ - ნინო ნადირაძე სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით გაოგნებულია
პოლიტიკა
8-11-2022, 20:12
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე დემენციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს) , თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც „აწი“ უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით, და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე, აი რა იურისპუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან“ - წერს ექიმი სოციუალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, „ეჭვია, რომ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი აქვს.
კომენტარები