სოსო პავლიაშვილი – „მირჩევნია, რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული”
პოლიტიკა
5-11-2022, 20:21
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის ჯარზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასურველია, საქართველოში რუსული ჯარი იყოს. ციტატას რუსული მედია აქვეყნებს:
„მირჩევნია, რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული. ისევე, როგორც ჩემი შვილი სწავლობს სუვოროვის სასწავლებელში“, – წერს პავლიაშვილი.
ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილი ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.
კომენტარები