ინფორმაცია, რომელიც ყველას გაახარებს. ცნობილი ასტროლოგის განცხადება რუსეთზე
პოლიტიკა
18-07-2022, 22:34
ინფორმაცია, რომელიც ყველას გაახარებს. ცნობილი ასტროლოგის განცხადება რუსეთზე
ცნობილი ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება:
„მე მესმის, თუ როგორი დამღლელია ეს ყველაფერი:
მესმის, თუ როგორ ცდილობთ გაჰყვეთ ინფორმაციას და ეძებთ იმედს და სინათლეს; მესმის, რომ ღამის სამზე, ოთხზე იძინებთ და დილით დაღლილი იღვიძებთ; კი, რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია.
მაგრამ თქვენ მხოლოდ ინფორმაციის გაგება გღლით, ეს გაშინებთ, წარმოიდგინეთ როგორ იღლებიან და ეშინიათ უკრაინაში ბავშვებსა და ქალებს.
ჩვენ შეგვიძლია მოვარიდოთ თვალი ამ ყველაფერს, ჩავკეცოთ საიტი, რომელიც მოკლული ბავშვების ფოტოებს გვიჩვენებს ან გამოვრთოთ ტელევიზორი და ცხელი ყავა მოვსვათ.
არ დაიღალოთ!
ვისთვისაც ჩემი სიტყვა ძვირფასია, მინდა იცოდეს, რომ რუსეთი – ჩვენი მტერია და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ.
ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.
არასდროს შევეგუოთ ამას!
ყველა მიუხედავად ეროვნებისა, მოქალაქეობისა, უნდა გაერთიანდეს ამ „წითელი ჭირის“ მოსაცილებლად.
ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე კოვიდი. უფრო მეტს ხალხს ხოცავს და მათ ტვინებს აუკუღმართებს. ამიტომ არ დაიღალოთ!
ეს ღალატი იქნება ჩვენი წინაპრების, ჩვენი მამა-პაპის მიმართ. ეს ღალატი იქნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის და საერთოდ, რუსეთთან ომში მოკლული ყველა გმირის მიმართ.
არავინ გთხოვთ „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებას. უბრალოდ, გთხოვთ, რომ არ დაიღალოთ და არ შეეგუოთ. თქვენ მხოლოდ თანაგრძნობას გთხოვენ და გაგებას გთხოვენ უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ამას ითხოვს სიმართლე და ჩვენი წარსული! ბოროტებასთან ბრძოლა ძალიან ძნელია, რადგან ის ბასრი და შეუბრალებელია, მაგრამ როგორც შეგვიძლია, უნდა ვიბრძოლოთ.
ამას პროგნოზი აღარ სჭირდება. ეს უკვე ლოგიკაა, რომ რუსეთი იმარხება თავისივე ბოროტებაში, თავისივე უსამართლობაში. რუსეთი დამარცხდება! უნდა დამარცხდეს და დამარცხდება. ეს უღონო და უსასოო სურვილი არ არის, ეს სიტყვაა, რომელიც აცხადდება! არ დავიღალოთ! არ შევეგუოთ!
კომენტარები