“სამუდამოდ შეწყდა მისი ,,გულისცემა… დაგვიტოვა ტკივილი და…”
პოლიტიკა
2-04-2022, 21:26
“სამუდამოდ შეწყდა მისი ,,გულისცემა… დაგვიტოვა ტკივილი და…”
ტელეკომპანია ”მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამწუხარო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:”ჩვენს ოჯახში ერთი დიდი ნათურა ენთო, რომელიც უამრავ სინათლეს, სითბოსა და სიკეთეს აფრქვევდა. გუშინ ეს ნათურა სამუდამოდ ჩაქრა. სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს. სამუდამოდ შეწყდა მისი გულისცემა და სამუდამოდ თან წაიღო ჩვენი სიყვარული.
როცა სამი თვის მოიყვანეს, ხელისგულზე ეტეოდა. ხუთი წელი გვჩუქნიდა მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს. არაფერი არ უნდოდა ჩვენგან სანაცვლოდ. მძიმე სტრესიდან გამოიყვანა ბავშვები, სიცოცხლე და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა მის ირგვლივ შეგვკრიბა, ჩვენი ემოციური გრავიტაციის ცენტრი გახდა.ახლა კი წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, უზარმაზარი სევდა და მარადიული მონატრება. ძალიან გვიჭირს ყველას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, განსაკუთრებით, ბავშვებს. მეც, მხოლოდ დღეს შევძელი ამის დაწერა. სოფო, მის მიერ მთავარ პატრონად არჩეული და ოჯახის უფროსად აღიარებული, დამუნჯებულია.ბევრი ვერ გაიგებს ამას ყველაფერს. მესმის. მაგრამ ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო.ჩვენი ედგარი აღარ არის. ჩემი გოჭიანე დავკარგე, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი.” – წერს გვარამია.
კომენტარები