ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ, გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება“ - ბაია პატარაია

ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ, გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება“ - ბაია პატარაია

პოლიტიკა
15-07-2022, 21:26



ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე,” – ამის შესახებ ქალთა უფლებათა დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პატარაია აღნიშნავს, ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ.

„ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან – პატიოსნება. აბა, უსექსობას ხომ არ იტყვიან?! თვითონაც ეუხერხულებათ. მაგრამ სინამდვილეში “პატიოსნებას” მხოლოდ ერთი შინაარსი აქვს ქალის შემთხვევაში – ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ! გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება, ერთი იმიტომ რომ გამრავლებაა საჭირო, მეორე იმიტომ რომ ქმრისთვის სექსზე უარის თქმა “არ შეიძლება”!

ყოველი მესამე ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება არ არის. ხოლო ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. (UNFPA 2020)

მოკლედ, მძიმე ვითარებაა და ქალებმა (და კაცებმაც) უნდა იბრძოლონ ქალების დამოუკიდებლობისთვის: ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ ცემა-ტყეპის და ფემიციდის გარეშე. ამ ორ რამეს თუ ვისწავლით, ძალიან დალაგდება ურთიერთობები, გაჩნდება ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და შეწყდება ქალების ჩაგვრა.

ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე. მიეცით ქალებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არაა ბევრი, ესაა ელემენტარული და ბაზისური უფლება ადამიანისა. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალიც ჯერ ადამიანია(!) და მერეღაა ქალი (ანუ მდედრობითი სქესისა და გენდერის მქონე), – წერს პატარაია.



კომენტარები
რას წერს სანდრა რულოვსი ვიცი, "ბევრს ეს არ შეუძლია…მას ემუქრებოდა მისგან დაწყებული…"
რას წერს სანდრა რულოვსი ვიცი, "ბევრს ეს არ...
8-07-2022, 23:00
ბევრს ვიცი არ შეუძლია ეს,მას ემუქრებოდა მისგან დაწყებული..” – ნახეთ სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე
ბევრს ვიცი არ შეუძლია ეს,მას ემუქრებოდა მისგან...
4-07-2022, 22:53
დიდი სკანდალი შოკისმომგვრელი სენსაცია... სანდრა რულოვსის მოულოდნელი განცახდება...
დიდი სკანდალი შოკისმომგვრელი სენსაცია... სანდრა...
1-06-2022, 21:05
ნიკა ბასილაშვილმა ცოლი ჩოგნით სცემა? - რა მოხდა ნიუ იორკში
ნიკა ბასილაშვილმა ცოლი ჩოგნით სცემა? - რა მოხდა...
20-02-2022, 18:00
სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“
სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის...
17-01-2022, 17:39
ნახეთ რას პატიობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს
ნახეთ რას პატიობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს...
7-01-2022, 21:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно