სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს

სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს

პოლიტიკა
14-06-2022, 22:24



სასწრაფოდ! სასიხარულო ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეს თავდაყირა აყენებს


გადავწყვიტე სამართლებრივად შევაფასო ეს განაჩენი, რომ ნათლად წარმოჩინდეს, თუ რამდენად უგულებელყოფს მოსამართლე ადამიანის უფლებებს, რამაც განაპირობა ნიკა გვარამიას უკანონო მსჯავრდება" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის შესახებ სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს.
 
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამიას ქმედებაში საერთოდ არ არის სისხლის
სამართლებრივად დასჯადი ქმედების ნიშნები, სახეზეა წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი (კორპორაციულ-სამართლებრივი) ურთიერთობა.
დასკვნის ცალკეულ დებულებაში ვკითხულობთ შემდეგს:
 
- ნიკა გვარამიას მიმართ ღირსების უფლების დარღვევა/დამამცირებელი მოპყრობა.
- ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას, როდესაც მას სხდომათა დარბაზში დაადეს ხელბორკილები (კონსტიტუცია, მუხ.9).
- ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივ შინაარსს დასაბუთებულობის ნაწილში.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 220-ე მუხლის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) შინაარსი არასწორად განმარტა მოსამართლემ და გასცდა მის ფარგლებს
გადაწყვეტილება/განაჩენის დასაბუთება, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნორმათა განმარტებისას მოსამართლემ უნდა იმოქმედოს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპის დაცვით, ანუ ნორმის გამოყენების/განმარტების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სამართლის სხვა ნორმებთან/დარგებთან.


კომენტარები
ახლახანს გავრცელდა სკანალური რამ თეა წულუკიანის პირველი კომენტარი სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებაზე
ახლახანს გავრცელდა სკანალური რამ თეა წულუკიანის...
13-06-2022, 21:25
ნიკა გვარამია ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს...
ნიკა გვარამია ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაციას...
31-05-2022, 21:55
მთავარ ჭკვიანში" მოგებულ 50 000 ლარს ვრიცხავ "მთვარი არხის" გადარჩენის ფონდში" - რას წერს გიგი უგულავა
მთავარ ჭკვიანში" მოგებულ 50 000 ლარს ვრიცხავ...
27-05-2022, 19:47
არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს დაჭერილი.. ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს” – ირაკლი ოქრუაშვილი გვარამიას საქმის მოსამართლეზე
არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ...
16-05-2022, 21:23
"ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე..."-დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნიკა გვარამიას
"ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე..."-დეკანოზი...
12-03-2022, 22:29
როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე... “ - რას წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა ქაცარიძე
როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და...
5-01-2022, 17:54
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно