"რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხდება, ომი მინდა!" - რას წერს ვახო სანაია

"რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხდება, ომი მინდა!" - რას წერს ვახო სანაია

პოლიტიკა
8-06-2022, 21:58



"რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხდება, ომი მინდა!" - რას წერს ვახო სანაია


ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

"თუ მტერი ჩემს დასაპყრობად მოდის, ომი მინდა !
● თუ თავისუფლებას მართმევენ, ომი მინდა !
● თუ ჩემი დამონება მოინდომეს, ომი მინდა !
● თუ ვინმე სახლში მივარდება, ომი მინდა !
● თუ ჩემ უკან ოჯახი, ნათესავები, მიწა-წყალი, სახლ-კარი, ტაძრები, მდინარეები, ხეობები მეგულება და მართმევენ, ომი მინდა !
და ვისაც ასეთ დროს ომი არ უნდა, ყველას დედას შევეცი. ვისაც შალვარამიშვილობა უნდა, უნდოდეს.

დგანან კამერების წინ ორმეტრიანი ,,შემოულაწუნეები" და გაიძახიან - ,,ომი გინდათ ?" კი, ზემოთ რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხდება, ომი მინდა !
მერე ამ ოცნების ,,შემოულაწუნეების" ბოდვას იმეორებენ სხვები ქუჩებში, კაფეებში, სუფრებზე.
არც ერთ მეფეს, არც ერთ მთავრობას არ უკადრებია თავისი ხალხისთვის - ასე საჯაროდ, ასე ცხადად, ასე თავხედურად ეთქვას, რომ ლაჩარი ერია. ყველა მმართველი თავის ხალხს ეუბნება, რომ ყველაზე ძლიერია, ყველაზე გაბედულია, ყველაზე მაგარია.
,,ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელიც აჩმორებს თავის ხალხს, დღეში ათჯერ შთააგონებს დიდსა თუ პატარას, რომ ჩმორების ქვეყანა ვართ.

უკრაინელი ხალხი მარტო იარაღის იმედად კი არ იბრძვის, მთავარი მათი ვაჟკაცობაა - მზადაა, თავისი სამშობლოსთვის თავი მოაჭამოს რუსს. უფრო მეტიც, უკრაინის მთავრობამ რომ სისუსტე აჩვენოს, მასაც ზედ მიაყოლებს. საუკეთესო გაგებით, თავზეხელაღებული კაცები და ქალები არიან.
ჩვენ ამ გარეწრებს როგორ ვუსმენთ საერთოდ. ყველა უკრაინელს უნდა ომი, რადგან მტერი სახლში შეუვარდა; ასევე ყველა უკრაინელს უნდა მშვიდობა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მისი ქვეყანა გადარჩება.
აქ კი დგანან აყლაყუდა ტიპები და კობახიძისა და ღარიბაშვილის სიტყვებს იმეორებენ - ,,ომის გინდა ?" რაც ზემოთ ჩამოვთვალე, თუ მაგ შემთხვევებში ომი არ გინდა, შენიც დედაც მოვტყან მაშინ.
რა ვერ გაიგე, შე იდიოტო - ფეხებზე კიდია როგორი მონური მშვიდობა იქნება აქ, მთავარია ფული გადაარჩინოს. რუსეთშია ის ფული ნაშოვნი და რუსია მენტალურად. ფული თუ შეუნარჩუნდება, მაგრად ახატია, იქნება თუ არა ეს ქვეყანა თავისუფალი ან იქნება თუ არა საერთოდ რუკაზე.
ვინც ამათ ნაძირლობას უჯერებთ, ასე რამ დაგაჩმორათ მართლა. მოიტყნა ტვინი ამ ლაჩრობის ყურებით.
სად გინახავთ ოდესმე ასეთი სიმხდალე !
ან თევდორე მღვდელი არ გაგიგონიათ ? ან მარო მაყაშვილი ? ან გურამ გაბესკირია ? ან გიორგი ანწუხელიძე ?
ომის შიშით ზრდიდნენ შვილებს ჩვენი წინაპრები ? დედები შვილებს იმას ეუბნებოდნენ, რომ მტრის შეშინებოდა ? სად, რომელ წიგნში ამოიკითხეთ ეგ ? დედები შვილებს ვაჟკაცობას ასწავლიდნენ, მამები - ხმლის ქნევას. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს, ამ კორუმპირებული ტიპების სატყუარას რომ წამოვეგეთ !
გააცნობიერეთ, რომ თუ რუსი წამოვა, ომი იქნება. აირჩიეთ - ან იცავ ამ ქვეყანას ან არ იცავ და უწვები მტერს.

ყველა აქტიური ადამიანი, სხვა პარტიების პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი პროფესიის, თუ დაგიწყებთ ლაპარაკს - არა, ნუ არც მე მინდა ომი; რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს ომი და ეგეთ მიკიბულ-მოკიბულს, იცოდეთ, რომ ჩმორია.
სიმართლე არის ერთი - ომი გინდა, თუ მტერი მოდის. მტერი კი ღარიბაშვილის ბოდვას არ მოუსმენს, თუ წამოსვლას გადაწყვეტს.
ივანიშვილს გეორგიევსკის ტრაქტატი ენატრება, მე კი ვამბობ - გეორგიევსკის ტრაქტატის დედაც მოვტყან. ან მაქვს თავისუფლება ან არა. შუალედური ვარიანტი აქ არ არსებობს", - წერს სანაია.


კომენტარები
დღეში ერთ მეფეს რომ ვაგინოთ ხოლმე, კი ისწავლის ხალხი ისტორიას ცოტა ხანში” – ვახო სანაია
დღეში ერთ მეფეს რომ ვაგინოთ ხოლმე, კი ისწავლის...
30-05-2022, 21:34
დიახ, მე მინდა ომი!!! და ეს ომი იქნება!
დიახ, მე მინდა ომი!!! და ეს ომი იქნება!...
10-05-2022, 21:30
"მინდა აქ თურქეთის ჯარი შემოვიდეს, ჩავბარდე თურქეთს. მინდა თურქეთის პროტექტორატი აქ, ომის შემთხვევაში. რუსები აქ არ უნდა დაუშვას მსოფლიომ" - ირა ჭელიძე
"მინდა აქ თურქეთის ჯარი შემოვიდეს, ჩავბარდე...
3-05-2022, 22:09
"მინდა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს", - ჰაკიმი
"მინდა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს", - ჰაკიმი...
18-04-2022, 19:49
მინდა დიდხანს ვიყო ჯერ ხომ ძალიან ადრეაა…” – ლელა წურწუმიას მოულოდნელი განცხადება.
მინდა დიდხანს ვიყო ჯერ ხომ ძალიან ადრეაა…” – ლელა...
17-02-2022, 20:58
„საყურე მიკეთია 1993 წლიდან, ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ...“- კაბუ
„საყურე მიკეთია 1993 წლიდან, ჩემი ყურია და რასაც...
12-02-2022, 21:55
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно