„საყურე მიკეთია 1993 წლიდან, ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ...“- კაბუ
პოლიტიკა
12-02-2022, 21:55
„საყურე მიკეთია 1993 წლიდან, ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ...“- კაბუ
მსახიობმა და რეპერმა კაბუმ „ღამის პრაიმ ტაიმთან“ სტერეოტიპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირადად მას საყურე 1993 წლიდან ეკეთა და არავის გაუბედავს მისთვის ეკითხა, რატომ:
„საყურე მიკეთია 93 წლიდან, „ბრატ“. ჩემი ყურია და რასაც მინდა, ჩამოვიკიდებ…“
კაბუმ ასევე გაიხსენა სპექტაკლი „ეტ სეტერა“, სადაც ის და დუტა გეებს თამაშობდნენ:
„საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საზოგადოებამ აღიქვა, როგორც როლი. მოჰყვებოდა და ჯვარი ეწეროს. ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ძალიან მაგრადაც ვასრულებდით. მაგრად მიხდებოდა კაბა და ქუსლები. თან, უნდა გენახათ, როგორ ვარჩევდით, კოპლებიანი მე მინდა, „ბრატ“. მე ვიაქტიურე, რომ მეთამაშა. საინტერესოა, განსხვავებულია მსახიობისთვის…“
კომენტარები