მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე - ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და ამით ვამაყობ“ - რას წერს მოროშკინა
პოლიტიკა
29-05-2022, 18:20
მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე - ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და ამით ვამაყობ“ - რას წერს მოროშკინა
მე ვერ ვიტან სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ უტიფრობებს, იმიტომ რომ ის Ჩემთვის ნატიფი, პორცელანის ფაიფურია და არა Თქვენსავით Თიხიდან მოზელილი სახვრეპი ჯამი.მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე-ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და მე ამით ვამაყობ. მე ვგიჟდები თბილისელ ქურთებზე და იეზიდებზე-ეს ცალკე ღრმა და ლამაზი სამყაროა.
მე არასოდეს ვიტყვი აზერბაიჯანელებზე-თათრებს, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ბაქოს, სამხედრო აკადემიის პრორექტორი იყო და კარგად ვიცნობ ამ საოცარ ხალხს.
მე არასოდეს ვიქილიკებ სომხებზე, იმიტომ რომ ერევნის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი ახალციხეში და ვიცი რა გონიერი და ნიჭიერი ერია!
მე არასოდეს ვიღადავებ თქვენსავით კანის ფერზე, იმიტომ რომ მყავს აფრო-ამერიკელი ნათესავები და შვეიცარელი სიძე ვიეტნამური ფესვებით, რომელიც ბევრ ქართველზე დიდი პატრიოტია!
მე არასოდეს ვიტყვი ებრაელზე-ურიას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არა მათი გენიელურობა, არაფერი არ იქნებოდა, ისევე როგორც კაცობრიობა...
მე არასოდეს ვანსხვავებ ჩემს ნატურალ მეგობრებს გეებისგან, ტრანსებისგან და ლესბოსელებისგან, იმიტომ რომ Თითოეული მათგანისგან დიდი, ესთეტიკური საჩუქარი მიმიღია.
მე არასოდეს არ ვშაყირობ სხვის ზედმეტ წონაზე, ცხვირის სიგრძეზე, ტან-ფეხზე და ე.წ. დეფექტებზე-იმიტომ რომ ეს საშინლად არაეთიკურია!!!
Თქვენ მე გხედავთ გრძელ ტყავის "პლაშჩში", წითელი სამკლაურით და დასახვრეტთა დიიდი სიით...
და კიდევ!!!!!!
მე, კაცმა Ჭორვილაში, დედის სატირალში Შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!
НЕ ДОЖДЁТЕСЬ! წერს ლალი მოროშკინა
კომენტარები