მამაკაცს შეუძლია ცოლს უღალატოს და ამისგან ტრაგედია არავინ უნდა შექმნას. გიროგი წერეთელი
პოლიტიკა
18-01-2022, 22:56
სიყვარული არასოდეს მიძებნია, ის ჩემთან ყოველთვის
მოდიოდა. სიყვარული უნდა იგრძნო და არასოდეს შეგეშინდეს.
მეც არ შემშინებია იმის აღიარება, რომ მიყვარდა, ვინც არ უნდა
ყოფილიყო ის. სულ სხვა თვალით შევხედე თამილას.
ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი შემიყვარდა. ჩემს ცხოვრებაში
ხშირად ხდებოდა, როცა ქალბატონები მაგრძნობინებდნენ
ჩემდამი სიმპათიას, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა,
დავინახე და მომეწონა.
თამილამ შემომთავაზა, მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ
პირდაპირ ვუთხარი: როგორც მეგობარს, ვერასოდეს
შემოგხედავ, რადგან ძალიან მომწონხარ-მეთქი.
მომწონდა თავისი საქციელიდან, სამეგობროდან, ოჯანიდან
გამომდინარე. კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა
დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა: ჯერ ოჯახს უნდა
ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები
იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა და მან
კარგად იცის ოჯახის წევრების პატივისცემა.
როცა ვუყურებ იმ ოჯახის იდილიას, სადაც ის გაიზარდა, ზუსტად
ისაა, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი.
კაცის ღალატი გამართლებულია
წერეთელმა ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“
პირად ცხოვრებასა და ცოლქმრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და
თქვა, რომ მამაკაცს შეუძლია ცოლს უღალატოს და ამისგან
ტრაგედია არავინ უნდა შექმნას.
კომენტარები