ზელენსკის საგანგებო განცხადება და მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას მიხიელ სააკაშვილთან დაკავშირებით...
პოლიტიკა
22-05-2022, 20:25
ზელენსკის საგანგებო განცხადება და მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას მიხიელ სააკაშვილთან დაკავშირებით...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა.როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინულ მედიას უთხრა, მიხეილ სააკაშვილის მას წერილებს უგზავნის.
ღიად ვიტყვი, მიხეილისგან წერილებს ვიღებ. ის ჩემგან ინფორმაციას იღებს. სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ვესაუბრებოდი.
მე მომმართავდნენ, რომ მისი მეორე ნახევარი, ან დედამისი მასთან მოხვედრილიყო და გულწრფელად ვამბობ, მე ვრეკავდი, ვთხოვდი, მათ უარი არ უთქვამთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი სურვილია, სააკაშვილის მკურნალობაში უკრაინელი ექიმები იყვნენ ჩართული, თუმცა მისი თქმით, საკითხზე “შეფერხებაა”
მსურს, ჩვენი ექიმები პროცესში ჩართული იყვნენ, ამაზე ჯერჯერობით შეფერხებაა”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები