პრემიერი სააკაშვილზე: გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი
პოლიტიკა
13-05-2022, 21:10
გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის (უცხოეთში) გადაყვანის შესახებ საუბარი არის სპეკულაცია და არაადეკვატურია.
„ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა, გადმოყვანა – არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე, არის სრული სპეკულაცია. რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები