ამას არავინ მოელოდა... ეს ნამდვილად ყველასთვის შოკია ბერას მოულოდნელი გადაწყვეტილება
პოლიტიკა
17-04-2022, 22:02
ამას არავინ მოელოდა... ეს ნამდვილად ყველასთვის შოკია ბერას მოულოდნელი გადაწყვეტილება
„ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს „განგსტერულად“ გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა“.როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. „მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს.
ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“. ბერას თქმით, მამასისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ.
„განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო“.ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი გახდა, უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს: „მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები.
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“.
კომენტარები