დააბრუნებს თუ არა ტოტენჰემი კულუშევსკის იუვენტუსში?
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-04-2022, 01:24
"ტოტენჰემი" მზადაა გამოისყიდოს შემტევი, დეიან კულუშევსკი, რომლის უფლებებიც "იუვენტუსს" ეკუთვნის. ლონდონურ კლუბს მიაჩნია, რომ 21 წლის შვედეთის ნაკრების ფეხბურთელის პერმანენტულ საფუძველზე შეძენა მხოლოდ დროის საკითხია.
35 მილიონი ევროს თანხა პრობლემას არ წარმოადგენს, იუწყება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, წყაროებზე დაყრდნობით. "ტოტენჰემმა" აიყვანა კულუშევსკი იჯარით იანვრის ბოლოს 2023 წლის ზაფხულამდე 10 მილიონ ევროდ.
მის სანაცვლოდ 3 მილიონი გადახდილი იქნება ამ სეზონში, კიდევ 7-ს მომავალ სეზონში. ლონდონურ კლუბს მოეთხოვება ფეხბურთელის შეძენა, თუ ის გარკვეულ მიზნებს მიაღწევს 2022/23 წლების სეზონში.
გამოსყიდვის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება, "ტოტენჰემი" ამ თანხას ხუთი წლის განმავლობაში გადაიხდის. შეგახსენებთ, "იუვენტუსში" კულუშევსკი "პარმადან" გადმოვიდა.
კომენტარები