ანჩელოტი: "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ბენზემას მეწყვილე, მაინც რეალის ლიდერად დარჩება"
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-04-2022, 00:14
რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა შეაქო.
მოგეხსენებათ, 34 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" (3:1) გამართულ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კარიმმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში ჰეთ-თრიქი ზედიზედ მეორედ შეასრულა - "პსჟ"-ს (3:1) კარიც სამჯერ აიღო.
"ხანგრძლივი კარიერა აქვს და პროგრესს, განვითარებას აგრძელებს. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ უკეთესი გახდა, როგორც ლიდერი. ყოველთვის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა ლიდერია".
ბენზემაზე მბაპესთან ან ჰოლანდთან ერთად
"მისი ასაკი არაფერს ცვლის. მომავალშიც გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მისი პარტნიორი".
ბენზემას მარკო ვან ბასტენთან შედარებაზე
"ძალიან რთულია სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. ვფიქრობ, კარიმს მარკოსთან შედარება გაუხარდება, ისევე, როგორც მარკოს კარიმთან შედარება", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Marca.
კომენტარები