"მათ შორის არის", - რანგნიკმა დაასახელა მწვრთნელი, რომელთანაც იუნაიტედი მოლაპარაკებებს აწარმოებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:08
„მან იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ „წითელი ეშმაკები“ ნიდერლანდელ ერიკ ტენ ჰაგთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
გერმანელი რანგნიკი გუნდში დროებითი მწვრთნელის სტატუსით არის დანიშნული და მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
„ვიცი, რომ არიან ტოპ-მწვრთნელები, რომლებთანაც „მან იუნაიტედი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი ყველანი ტოპ-დონის სპეციალისტები არიან, მათ რიცხვში არის ერიკ ტენ ჰაგიც.
მეტს ვერაფერს ამ საკითხზე ვერ გეტყვით და არც ვაპირებ, შესაძლო ახალ მწვრთნელებზე ვისაუბრო.“ - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
კომენტარები