რატომ სთხოვა ბენზემამ ჩელსისთან მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს, რომ სამახსოვრო ბურთზე ხელი არ მოუწერონ?
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-04-2022, 00:44
კარიმ ბენზემამ „ჩელსის“ კარში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის მხურვალედ აღნიშვნა არ მოისურვა.
Cuatro-ს ინფორმაციით, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თამაშის შემდეგ თან გაიყოლა ის ბურთი, რომლითაც „ჩელსის“ სამი გოლი გაუტანა, თუმცა თანაგუნდელეს სთხოვა, რომ ჯერჯერობით, მას ხელი არ მოაწერონ.
როგორც წესი, ასეთი წარმატებული მატჩების შემდეგ, წამოღებულ ბურთზე ფეხბურთელებს თანაგუნდელები საუკეთესო სურვილებით თავიანთ ავტოგრაფებს ტოვებენ სამახსოვროდ, თუმცა ბენზემამ ყველას სთხოვა, რომ ამის გაკეთებისგან თავი იქამდე შეიკავონ, სანამ „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩი არ გაიმართება.
კარიმს არ სურდა, რომ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ „რეალის“ გასახდელში ეიფორია სუფევდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელები ბენზემას სიმშვიდით გაოცებულნი დარჩნენ.
კომენტარები