ყველასათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი განცხადება ღარიბაშვილთან დაკავშირებით
პოლიტიკა
29-03-2022, 21:42
ყველასათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი განცხადება ღარიბაშვილთან დაკავშირებით
ალიას” წყარო აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის კონგრესი სანქციების დაწესებას უპირებს (კონგრესის მიერ დაწესებული სანქციების მოსხნა, მხოლოდ კონგრესს შეუძლია), ის მაინც იბრძვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსთან ერთად, ფაქტობრივად, რუსეთის გვერდით დადგა, რითაც მთელი დასავლეთი კი არა, ლამის მთელი მსოფლიო დაუპირისპირა, მაინც ებღაუჭება ხელისუფლებას. ცხადია, თავად არ გამოჩნდება, მაგრამ იგეგმება სახელისუფლებო ცვლილებები იმ შემთხვევაში, როცა რუსეთის საბოლოოდ დაკარგავს სახეს უკრაინასთან ომში:
“მალე ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მოიშორებს ივანიშვილი. ირაკლი შოთაძე პრემიერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ის წავა, გაუშვებს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს. ლევან დავითაშვილი იმაზე ბრიყვი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა – რუსეთს დასავლეთმა სანქციები რომ დაადო, მაშინ დააპირა რუსეთში რძისა და ყველის შეტანა, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ნაწილში, რაც საქართველოს არ დააზარალებდა, სანქციებს შეერთებოდა. ცხადია, ეს გადაწყვტილება ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული, იდეა კი ივანიშვილისგან მოდიოდა.
ივანიშვილის ახლო გარემოცვაში ლაპარაკობენ, რომ არ არის გამორიცხული, დროებით პრემიერ-მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დანიშნოს, ვიდრე ბევრი ბუნდოვანი რამ გაირკვევა და ნათელი გახდება. არადა, ზალკალიანი ცოტა ხნის წინ ნიჩაბზე იდო, მოხსნას უპირებდა ივანიშვილი. ივანიშვილი პარლამენტშიც ეძებს პრემიერობის კანდიდატებს. მას გარემოცვის გარკვეული ჯგუფი ურჩევს, რომ კახი კახიშვილი დანიშნოს პრემიერად, რომელსაც მინისტრობისას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და რომელიც მგონი “ქართული ოცნების” ერთადერთი მინისტრია, რომელიც ღირსეულად წავიდა მინისტრის პოსტიდან და ჟურნალისტები პოსტზე ყოფნისას დაგროვებულ ქონებას და მილიონობით ფულს არ უთვლიან. შესაძლოა, სხვა კანდიდატებსაც განიხილავს ივანიშვილი, წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე კახიშვილისა და ზალკალიანის გარდა, არავისზე არ არის ლაპარაკი”, – აცხადებს “ალიას” წყარო.
კომენტარები