უბედური შემთხვევა, რომელიც რუსეთში ავრცელებენ
პოლიტიკა
29-03-2022, 21:41
უბედური შემთხვევა, რომელიც რუსეთში ავრცელებენ...
მოწამვლა, მოულოდნელი დაავადება, უბედური შემთხვევა - რუსული ელიტა პუტინის ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN-ი ავრცელებს.
"მოწამვლა, მოულოდნელი დაავადება, უბედური შემთხვევა - უსული ელიტა პუტინის ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავს. რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში უკვე ყალიბდება პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი გავლენიანი ჯგუფი, რომელთა მიზანი პუტინის ხელისუფლებიდან სწრაფი ჩამოშორება და დასავლეთთან უკრაინაში მიმდიმარე ომის გამო გაწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა," - აღნიშნულია დაზვერვის ინფორტმაციაში.
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსულ ელიტას რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნება სურს, რომელიც სანქციებისა და მრავალი კომპანიის ქვეყნიდან გასვლით სწრაფად ნადგურდება.
განიხილება სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ ჩამოაშორონ პუტინი ძალაუფლებას, მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად რუსული ელიტა მის ფიზიკურ ლიკვიდაციასაც განიხილავს.
ე.წ. მემკვიდრედ ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი განიხილება, რომელიც პუტინის მიერ არაკეთილგანწყობილთა სიაში მოხვდა.
აღინიშნება, რომ ФСБ-ს ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ კადიროვის ძალაუფლების "შესუსტებაც" სურს. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია უკრაინაში "კადიროველების" დისლოკაციის შესახებ სწორედ რუსული მხრიდან წამოვიდა...
კომენტარები