"გთხოვთ, მაპატიეთ..." - რას წერს კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა ცოლი და ორი შვილი მოუკლეს
პოლიტიკა
13-03-2022, 22:58
"გთხოვთ, მაპატიეთ..." - რას წერს კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა ცოლი და ორი შვილი მოუკლეს
რუსმა სამხედროებმა, როდესაც "ჰუმანიტარული დერეფნით" ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობდა, მოკლეს 43 წლის ტატიანა პერებეინოსი, თავის 9 წლის გოგონასთან და 18 წლის ვაჟთან ერთად.
ტატიანას მეუღლე სერგეი პერებეინოსი სოციალურ ქსელში ცოლისა და შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს: "მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით.“ კაცი ასევე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს ორი ძაღლი ჰყავდა, რომლებიც ასევე თავშესაფარში მოკვდნენ.
"რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ან რა იქნება შემდეგი?“ - წერს სერგეი.
კომენტარები