ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს - ბორის ჯონსონი
პოლიტიკა
8-03-2022, 18:04
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის აგრესიაზე საუბრისას საქართველოც ახსენა.
მისი თქმით, "მსოფლიომ ჭკუა ვერ ისწავლა".
"ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში,"- აღნიშნა ბორის ჯონსონმა და გაიმეორა, რომ აუცილებელია იმოქმედონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ეს მოიცავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, მათ შორის ნატოს არაწევრი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ასევე წარმოადგენენ კრემლის სცენარის ნაწილს," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
კომენტარები