ის წითელი კაბით, სააკაშვილის ტურფა, არ მიდის მიჰას სახელით უკრაინაში? - იუნა შაფ...
პოლიტიკა
28-02-2022, 18:35
რამდენიმე დღის წინ არ აკრავდა ლენკა ხოშტარია პლაკატებს უკრაინის ქუჩებში, რატომ წამოვიდა ასე მალე, დარჩენილიყო, “ებრძოლა”… რა სულ უბედურ საქართველოშია, ასეთი სულით მახინჯები თან “გმირის” შარავანდედით.. ის წითელი კაბით, სააკაშვილის ტურფა, ქურთების ქორწილის მანქანაზე თოჯინები როა მიკრული, ისეთი გაყინული, არ მიდის მიჰას სახელით? ან მელია, ან ბარამიძე ან მათი ჯიბე “ბიზნესმენები”? სად არიან? ყველაფერს რომ სათავისოდ იყენებენ.
ზურაბიშვილი რატომ არ მოგწონსო..
ადამიანის უფლებების დეკლარაცია და კანონები ვიცი, იმიტომ.
ჩემს უფლებებს ეწინააღმდეგება მათი დახმარების აღთქმა. მე არ მინდა ომი. არც 2008ში მინდოდა. არც მას შემდეგ 2012 ში კოჰაბიტაცია. არც ნაცების პარლამენტში ყოფნა.
არც ახლა მინდა, 2022ში, ბანძი უჯიშო მკვლელთა კასტა “უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე”
ამ ამაზრზენ სიფათებს აყენებდეს სცენაზე და მიჰა მიჰას სახელით “თავისუფლება” იყვირონ და ერთუჯრედიანი სელებრითები კი ბნელებთან ქულებს იწერდნენ.
ესენი არ არიან საქართველო.
მე არ მინდა, პრეზიდენტი რომელიც კონფორმისტობს. მინდა ვცდებოდე, მაგრამ დღეს ასეა, მაინც გულის სიღრმეში სალომეს დიპლომატიური სვლების მჯერა და მინდა ის დღე ვნახო, რუსთაველი რომ ამ საზოგადოების სამარცხვინო ლაქების ადგილი არ იქნება და იქნება ამ გამყიდველების ეშაფოტი.
მე არ მწამს მათი უკრაინის მხარდაჭერის, რადგან საკუთარ ხალხს უარესი გაუკეთეს და მერე ტვინი გამოურეცხეს ბავშვებს და გულზე აუფარეს.
მე ესენი უკვე ვნახე, გაქცეულები 2008ში.
ვნახე საკუთარ ხალხს როგორ არ ინდობდნენ მშვიდობიანი სისხლიანი რეჟიმის დროს და ამოტომ
არ ვჩუმდები, მე არ მწამს მათი გულის ტკივულის უკრაინაზე, როცა თანამემამულე სძულთ და იმეტებენ დასაკლავად.
არსებობს კანონი, რომელიც უზენაესია.
და არსებობს სამხედრო კანონი, რომლის დარღვევა ნიშნავს, მისი დამრღვევის- სამხედრო კანონის მოღალატის- ტრიბუნალს და ლიკვიდაციას/ წოდების ჩამორთმევას და სამუდამოდ მოკვეთას საჯარო საზოგადოებრივი პოლიტიკური საქმიანობიდან.
კი, ეს მათ ეხებათ. ეს ნაცები, არიან სამხედრო დანაშაულის თანამონაწილეები, 2008 წელს ბრძოლის ველიდან გაქცეულები.
ეს არის უდიდესი ცინიზმი, მათ მიერ დღეს უკრაინის “მხარდაჭერა”.
ამიტომ ვწერ, იქნებ გაეხსნას ზოგიერთს გონება, იქნებ გაიაზროთ, ამ დამნაშავეებს ჯერ პასუხი არ გაუციათ 2008 წლის ღალატზე.
და სალომემ არ მოითხოვა 2008 წლის ომზე დაკითხვა.
არ მოითხოვა არც პრემიერმა, არც თავდაცვის მინისტრმა, თუმცა ეს იყო პირველი, რაც უნდა გაეკეთებინათ,
უფრო მეტიც: მათ ამ გარეწრებს საქართველოდან გასასვლელი გზა დაუტოვეს და მაიდანს ჩაუყარეს საფუძველი.
ეს ერთი სცენარია და სურთ მისი გაგრძელება.
რომ ყოფილიყო საჯარო პროცესი, 2008 წლის ომზე, სასამართლოს კადრები მსოფლიოს მოივლიდა.
და ეს ტურები უკრაინად თავს არ შეაფარებდნენ “მხსნელის” სახით.
დღეს კი რუსთაველს არ აკვნესებდნენ კიდევ, თავისი უტიფარი “სლავა უკრაინე” ბღავილით, როცა საკუთარ სამშობლოს სულში ჩააფართხეს და აგრძელებენ ჩაფურთხებას.
მე უკრაინის მტკივა, რადგან ბაბუა მკყავდა უკრაინელი.
და არც ის მომწონს, რუს ხალხს რომ პუტინის პოლიტიკის გამო აგინებენ,
მე ბავშვობიდან ვისმენ რუსი ღორია, მაგრამ სხვაობა ვერავინ გამიჯნა, სიძულვილით, რუსს და რუსულ პოლიტიკას შორის.
მიჰა სააკაშვილის გამო ქართველის შეძულება იგივე იქნებოდა.
ლენა ხოშტარიაც ქართველი ქალია და მეც.
ჩვენს შორის კი უფსკრულია, ადამიანობის, ჰუმანიზმის, გულწრფელი პატრიოტიზმის. და მას “გმირს” ეძახიან მისი ბნელთა გარემოცვა და იგივე ბნელთა კასტა ჩემზე ყვირის “ბო*ია, ბნელია!”
დიდება უკრაინის ხალხს!!! ხალხს!!! და არა პოლიტიკოსებს!!
იარაღით მხარდაჭერა ხალხის სისხლისღვრას ნიშნავს, ამიტომ ტირიან ბავშვები და ქალები, კაცებს კი სხვა არაფერი დარჩენიათ, პოლიტიკოსების ჯობოს გასასქელებელ ომში, ლეგიტიმური მკვლელები გახდნენ და ადამიანებს ესროლონ.
ლამაზია ბრძოლის შემართება, არა? მკვლელობის გამართლებაა: მიწას ვიცავთ ყველა. და არავინ უფიქრდება, რომ ვკლავთ, ადამიანებს. და ყველა ვიღაცის ბრძანებას ასრულებს, რაღაც მურტალი ლოზუნგების ქვეშ… როგორც მეძავი ფულის გამო თამაშობს სიყვარულს, ისე პოლიტიკოსები ფულის გამო ისვრიან პატროტულ ლოზუნგებს.
ფარსი!!!!
არა ომს!
არა მოღალატეების ბღავილს!!
არა კონფორმიზმს!
არა კოლაბორაციონისტებს!
держись Украина!!! закончится война!!!!! мы все люди и мы любим друг друга, не стреляй в человека, нам нужен мир!!!! 🙏☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️☮️
კომენტარები