"მომავალში უფრო მოვუმატებთ" - აზაროვის კომენტარი სუპერთასის მოგების შემდეგ
ახალი ამბები / ფეხბურთი
21-02-2022, 00:54
საქართველოს სუპერთასის 2022 წლის მატჩი ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შორის აჭარელთა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, 0-0 მორჩა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც გმირად 3 მოგერიებული პენალტით ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე მოგვევლინა.
მატჩის შემდეგ GOAL.GE ბათუმის დინამოს მცველ ირაკლი აზაროვს ესაუბრა.
"წლის იდეალური დასაწყისი გამოვიდა ჩვენთვის. მართალია ხარიახობრივად გულშემატკივარმა ვერ იხილა ლამაზი ფეხბურთი, თუმცა ასეთ მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. პირველი ოფიციალური თამაში იყო 2022 წელს, დარწმუნებული ვარ შემდეგ მატჩებში უფრო მოვუმატებთ." - განაცხადა ირაკლი აზაროვმა.
ბათუმის დინამო ეროვნული ლიგის 2022 წლის პირველ მატჩს 25 თებერვალს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები