ლინეკერი რონალდოსა და მესიზე: საფეხბურთო ღმერთებსაც არ შეუძლიათ დროს გამოწვევა გამოუცხადონ
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-02-2022, 00:57
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა საკუთარი მოსაზრება თავდამსხმელების - კრიშტიანო რონალდოსა (მანჩესტერი) და ლეო მესის (პსჟ) შესახებ გამოთქვა:
"მესი ივნისში 35 წლის გახდება, რონალდოს ახლახან 37 წელი შეუსრულდა. ჩვენ, სავარაუდოდ, მოლოდინის შემცირება მოგვიწევს.
ისინი ჯერ კიდევ შესანიშნავ რამეებს ქმნიან, მაგრამ თვით ამ საფეხბურთო ღმერთებს არ შეუძლიათ დროს მარადიულად გამოწვევა გამოუცხადონ", - წერს ლინეკერი თავის "ტვიტერზე".
გარიმ პასუხი გასცა სოციალურ ქსელში რეპლიკას: "მე მიყვარს მესი და რონალდო, თუმცა ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს სასოწარკვეთილნი რაღაცის გაკეთებას ცდილობენ".
კომენტარები