"ასე ვეღარასდროს გაყიდით" - რუსი გულშემატკივრები სლუცკის განცხადებას გამოეხმაურნენ

"ასე ვეღარასდროს გაყიდით" - რუსი გულშემატკივრები სლუცკის განცხადებას გამოეხმაურნენ

ახალი ამბები / საქართველო
16-02-2022, 00:49



თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კრილია სოვეტოვი" 5:0 გაანადგურა. გოლები ანდერს დრეიერმა (3), ბომ ხვანგმა და გეორგი ზოტოვმა გაიტანეს.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ხვიჩამ დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც შეცვალეს. "თათრების" მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ეს ტრავმა პერმანენტულია და "კვარას" ამ პრობლემასთან ერთად თამაშის სწავლა მოუწევს.

რუსულ პრესაში ამ არასასიამოვნო ამბავს გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:

"ესაა მიზეზი, რის გამოც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში ჩარჩა?"

"ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ტრავმისკენაა მიდრეკილი... მარტივია მიზეზი, რის გამოც აღარ ვქომაგობ";

"ფაქტობრივად, სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩას მუხლზე პერმანენტული ტრავმა აქვს,




რომელიც სამუდამოდ შეაწუხებს... "რუბინი" მის ძვირად გაყიდვას კიდევ გეგმავს?"

"როგორც ჩანს, "ქართველ ფიგუს" მეტი აღარ გამოუვა";

"სამწუხაროა, ასე ვეღარასდროს გაყიდით".

როგორც ჩანს, "რუბინის" რუსმა გულშემატკივრებმა ქართველი ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგეს, რაც ხვიჩამ აუცილებლად უნდა აღიდგინოს.

შეგახსენებთ, "თათრების" გუნდი პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრას 28 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს, ლიდერის წინააღმდეგ გატანილი გოლი კი ყველაფერს გამოასწორებს.


კომენტარები
კვარაცხელიამ რუბინის შემადგენლობაში ტრავმა მიიღო
კვარაცხელიამ რუბინის შემადგენლობაში ტრავმა მიიღო...
15-02-2022, 01:13
ზურიკომ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ზურიკომ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში...
28-01-2022, 00:57
როდის ითამაშებს კვარაცხელია - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
როდის ითამაშებს კვარაცხელია - სლუცკიმ კომენტარი...
21-01-2022, 00:54
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თანაგუნდელი დაასახელა
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად...
18-01-2022, 00:57
სლუცკიმ კვარაცხელიას მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი
სლუცკიმ კვარაცხელიას მდგომარეობაზე გააკეთა...
16-01-2022, 00:56
"ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება..." - რუსი გულშემატკივრები
"ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება..." -...
16-01-2022, 00:54
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно