"ერთადერთი მიზეზი, რატომაც მასთან რვაკუთხედში გავალ..." - პორიე კონორთან ბრძოლის ერთადერთ მიზეზს ასახელებს
ახალი ამბები
16-02-2022, 00:48
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონი დასტინ პორიე მზადაა, კონორ მაკგრეგორს მეოთხედ დაუპირისპირდეს.
"მე და კონორს ჩვენი ისტორია გვაქვს. თავიდან ჩავფლავდი, შემდეგ კი, 7 წლის შემდეგ, ორჯერ დავამარცხე. სავარაუდოდ, აღარ შევებრძოლები, სურვილი აღარ მაქვს, ეს კარი ჩემთვის დაიხურა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მასთან რვაკუთხედში გავალ, ფულია. რატომ? მიზეზი მარტივია, ორჯერ დავამარცხე, რაღა უნდა გავაუმჯობესო? უფრო სწრაფად თუ დავანოკაუტებ? თუ ოქტაგონზე მაკგრეგორის პირისპირ გავალ, მიზეზი მხოლოდ ფული იქნება, ეს ყველაფერი კი არსებულ სიტუაციას ცვლის", - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, ბოლო დროს დაიწერა,
რომ დასტინი მზად იყო ირლანდიელს კრივის წესებით შერკინებოდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
კომენტარები