ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-02-2022, 13:19
თებერვლის ბოლოს ეროვნული ლიგა განახლდება. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება უკვე მოახლოებულ ევროტურნირებზე გადადის, სადაც მწარე გამოცდილების მიუხედავად, მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ.
გათამაშების ფორმატის შეცვლის ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ ჩვენი კლუბები ზაფხულს უფრო შეთამაშებულნი და ფორმაში მყოფნი შეხვდებოდნენ. მხოლოდ ეს ფაქტორი რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ ანალოგიურ ნაბიჯს ბევრი ქვეყანა გადადგამდა. მსგავსი მოლოდინი ალბათ არავის ჰქონია, თუმცა გარკვეული ლოგიკა ამ ფორმატში ნამდვილად დევს...
სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპთან ახლოს ყოფნა კი არა, ისევ რამდენიმე ბარიერის
გადალახვის პრობლემა დგას. გასულ სეზონში გამონაკლისი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც ახლად შექმნილ კონფერენს ლიგაზე საკმაოდ შორს გააღწია...
დონე და შიდა კონკურენცია
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩვენი გუნდები ზაფხულში უკეთეს კონდიციებში უნდა ამყოფოს, მანამდე ჩატარებულ მატჩებში მაქსიმალური დონის ამაღლება და ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოებაა...
თბილისის "ლოკომოტივში" მიმდინარე პროცესების გამო ერთი ამბიციური კლუბით ნაკლები რომ გვყავს, ეს ფაქტია. თუმცა მათ ახალგაზრდებსაც ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ნამდვილად შეუძლიათ...
კონკურენცია შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ეს რამდენად ეხმარება დონის ამაღლებას, სხვა საკითხია. ყველამ იცის, რომ იმ ტემპით, როგორშიც ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება, ევროპულ საზომებს საკმაოდ ჩამოვრჩებით. არბიტრებიც ყველანაირად უნდა ეცადონ, შეხვედრის ხშირი არშეჩერებით სწრაფ თამაშს ხელი შეუწყონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა იცოდნენ, რა როგორ ისჯება, რათა შემდეგ ის ზედმეტი გაფრთხილება-გაძევებები ავიცილოთ, ჩვენს საევროტურნირო შეხვედრებს რომ თან ახლავს...
კომენტარები