მორიგი უდიდესი წარმატება! ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრენდ სლემის გამარჯვებულია

მორიგი უდიდესი წარმატება! ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრენდ სლემის გამარჯვებულია

ახალი ამბები
6-02-2022, 00:39



ლაშა შავდათუაშვილმა მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია.
ამჟამად მიმდინარე პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
გადამწყვეტ ბრძოლაში შავდათუაშვილმა იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა და ოქროს დაეუფლა.
ცნობისთვის, პარიზის გრანდ სლემი იყო ერთადერთი პრესტიჟული ტურნირი, რომელიც ლაშას წარმატებების მდიდარ კოლექციას აკლდა და ახლა მან ესეც გამოასწორა - ქართველს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატი (2021), ევროპის ჩემპიონატი (2013) და ოლიმპიური თამაშები (2012) ჰქონდა მოგებული.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ძუდოისტია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე აქვს მედალი მოპოვებული - 2012-ში ოქრო, 2016-ში ბრინჯაო, 2021 (2020)-ში კი ვერცხლი. 


კომენტარები
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე...
31-01-2022, 01:07
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно