გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები
31-01-2022, 01:07
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე, რომელიც ქალაქ ალმადაში ჩატარდა, მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა - ბრინჯაო გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).
23 წლის ბერიაშვილმა სამხრეთკორეელ ჯონგონ ვონს სძლია, შემდეგ მასპინძელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა, რეპეშაჟში ფრანგი იორის აგბენენუ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ხორვატ მარკო კუმრიჩს იპონით მოუგო.
სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ომარ საური, იმედა გოგოლაძე, გიორგი ტერაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, თენგო ზირაქაშვილი და საბა კაპანაძე.
5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, რომელზეც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს:
ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
(60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (+100 კგ).
კომენტარები