Hamburger Morgenpost: როდესაც ყველა ისვენებდა, ჩაკვეტაძე დამატებით ვარჯიშობდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-02-2022, 00:46
"გენტიდან" "ჰამბურგში" იჯარით გადასული გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერილი Hamburger Morgenpost-მა გამოაქვეყნა:
"როგორც ელვისებურად დაიწყო, გიორგი ჩაკვეტაძეს სურს ასევე გააგრძელოს "ჰამბურგში" თამაში. "მიდტიულანდთან" წარუმატებელ ამხანაგურ მატჩში (1:5) 45-წუთიანი დებიუტის შემდეგ ქართველი ძირითად შემადგენლობაში სწრაფად დამკვიდრებას იმედოვნებს და პროცესს აჩქარებს: მაშინ, როდესაც მისი პარტნიორები უქმეებზე ისვენებდნენ, ის ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. კვირას "დარმშტადთან" მას უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდის სასწრაფოდ დახმარება შეუძლია.
22 წლის ბიჭს თავს ბევრი რამ გადახდა. "ჰამბურგს" მოედნის ცენტრში პრობლემები აქვს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სონი კიტელი დისკვალიფიცირებულია, ვაკანტურ ადგილზე კი პრეტენზიას,
ალბათ, ჩაკვეტაძე და დავიდ კინსომბი განაცხადებენ. ერთი რამ ცხადია: ახალწვეულმა სამშაბათიდან ამ კვირაში ვარჯიშებზე თავი ძალიან უნდა წარმოაჩინოს, რათა თავისი უპირატესობა დაამტკიცოს და სასტარტოში ადგილი მოიპოვოს.
"ჩაკი" ახლა სასტუმროში ცხოვრობს. მას ბელგიაში პირადი საქმეები ჰქონდა, მაგრამ არ წავიდა. მის პრობლემებზე ხელმძღვანელობა და კლუბის კოორდინატორი ლენარტ კოერდტი ზრუნავენ. ჯერ უცნობია, ის იჯარის პერიოდში სასტუმროში იცხოვრებს თუ ბინას იქირავებს".
კომენტარები