დიეგო კოშტა სავარაუდოდ "ვალენსიაში" ითამაშებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
30-01-2022, 00:57
ჟურნალისტ ეკრემ კონურის ცნობით, ესპანური "ვალენსია" დიეგო კოშტას სეზონის ბოლომდე დაიმატებს. თავდაპირველად "ღამურების" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის მონდომებასა და ფორმაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა სავარაუდოდ მოლაპარაკება მაინც შედგება.
შეგახსენებთ, "ფურია როხას" ექს შემტევი ბოლოს "ატლეტიკო მინეიროში" გამოდიოდა, გამართა 19 შეხვედრა და თავი 7 გოლით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, 2021 წლის იანვრამდე დიეგო მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა, "როხიბლანკოსთან" ერთად კარიერაში "ჩელსის", "რაიო ვალეკანოს", "ვალიადოლიდის", "ალბასეტეს", "სელტას", "ბრაგასა" და "პენაფიელის" მაისური მოირგო.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კომენტარები