ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ

ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ

ახალი ამბები
27-01-2022, 01:02



საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

"მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში.

მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან

ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ", - ციტირებს კუპატაძეს nakrebi.ge.


კომენტარები
ავთანდილ ასათიანი: ეს გამარჯვება ქართული ხასიათის დამსახურებაა
ავთანდილ ასათიანი: ეს გამარჯვება ქართული ხასიათის...
27-01-2022, 01:03
"გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს" - ასათიანი აზერბაიჯანთან მატჩის შემდეგ
"გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს" -...
23-01-2022, 01:12
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე სფფ-ის ხელმძღვანელობა ფუტსალის ნაკრებს შეხვდა
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე სფფ-ის...
19-01-2022, 01:34
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი გაანადგურა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი გაანადგურა...
17-01-2022, 00:55
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно