ოქტაგონზე გატარებულ წუთში 8.6 მილიონი! კონორმა გასულ წელს ბევრი გამოიმუშავა
ახალი ამბები / კრივი
14-01-2022, 01:22
OLBG-ის ანალიტიკოსებმა 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელეს (წუთში ვინც ყველაზე მეტს იღებდა), პირველი ადგილი კი კონორ მაკგრეგორმა არავის დაუთმო.
ირლანდიელი გასულ წელს ოქტაგონზე ყოფნისას წუთში 8.6 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებდა. შეგახსენებთ, მაკგრეგორმა 2021 წელს 2 ბრძოლა გამართა და ორივეში დასტინ პორიესთან დამარცხდა (პირველ დაპირისპირებაში მე-2 რაუნდის 2:32 წუთზე წააგო, ხოლო მეორეში - 1-ლი რაუნდის მე-5 წუთზე).
მეორე ადგილს მოკრივე კანელო ალვარეზი იკავებს (444 000 ამერიკული დოლარი). მესამე პოზიციაზე ლეგენდარული ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი) იმყოფება, ვეტერანმა სპორტსმენმა მოედანზე ყოფნისას 37
000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
კომენტარები