"სტადიონი დატოვა და ჰამბურგერი შეჭამა..." - აზარს თანამემამულემ შეუტია

"სტადიონი დატოვა და ჰამბურგერი შეჭამა..." - აზარს თანამემამულემ შეუტია

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-01-2022, 01:23



ყოფილმა ბელგიელმა ძიუდოისტმა და ამჟამად პოლიტიკოსმა ჯან-მარიე დედეკერმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე ისაუბრა.

"ხალხი აზარზე გამუდმებით წუწუნებს. ის გასიებული ბიჭია, რომელიც ფულმა გაასუქა. ახლაც ვხედავ, როგორ შეცვალეს ბელგიის ერთ-ერთი მატჩის დროს, შემდეგ კი სტადიონი დატოვა და ჰამბურგერი შეჭამა. ჩემთვის ის სპორტსმენი აღარ არის, მაგრამ ასეთი პიროვნებებზე გამოცემული სტატიები ყოველდღიურად გვხვდება.

2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს. ზოგიერთი ფეხბურთელი კარიერის დასრულებასთან ახლოსაა, დე ბრუინსაც კი გუნდში ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა უწევს; იმავეს თქმა რომელუ ლუკაკუსა და დრის მერტენსზეც შეგვიძლია.

ეს თაობა დაბერდა. მარტინესი ჯენტლმენი ადამიანია და სწორედ ასე მოახერხა ფეხბურთელებთან დაახლოება, ახლა კი ხედავთ, როგორ გამოვიდა ნაკრები ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან.

იმედი მაქვს, ვცდები, მაგრამ პირადად მე ბელგიის იმედი აღარ მაქვს" - განაცხადა დედეკერმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


კომენტარები
შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს
შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს...
8-01-2022, 01:09
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის...
6-01-2022, 01:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно