"დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი“ - ბუდუ ზივზივაძე პირადი ცხოვრების შესახებ
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს.
ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა.
გარდა სპორტული ნიუანსებისა, გულშემატკივრების ყურადღებას ჩვენი ფეხბურთელების პირადი ცხოვრებაც იქცევს. ამჯერად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე, ბუდუ ზივზივაძეზე გიამბობთ.
როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი დედას მიუძღვის.
„ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ“, - ამბობდა ბუდუ „ფორტუნასთან“.
ბუდუ 30 წლისაა და ამჟამად, გერმანიაში ცხოვრობს. მისი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს.