ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

პოლიტიკა
18-11-2023, 23:22



ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 17 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 20 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

10 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ოთხი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ინ­გრა და ახლა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. თა­კოს 4 შვი­ლის დე­დო­ბა წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში ხელს არ უშ­ლის. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს, მათ შო­რის ინ­დურ ფილმში.

მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა­სა და მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ებ­ზე მან "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ისა­უბ­რა:

"ზო­გა­დად მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. თით­ქოს ერ­თად იზ­რდე­ბით, პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი იყო დიდი ემო­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ შე­მო­დის პრობ­ლე­მე­ბი, მერე ბავ­შვე­ბი და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩნდე­ბა. მერე უკვე ხვდე­ბი, საით მი­დი­ხართ - შენ სად მი­დი­ხარ, ის საით მი­დის. ირ­ჩევ პრო­ფე­სი­ას... ამ დროს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცებ­ში ვერ შე­თან­ხმდე ადა­მი­ან­თან. სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მინ­და ვთქვა, რომ დე­დო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია. მინ­და, ჩემი გო­გო­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვიყო" - ამ­ბობს თაკო. მსა­ხი­ო­ბის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი იფიქ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა:

"რა­ღა­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ დღე­ში არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ზუს­ტად ვი­ცო­დი, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ძა­ლი­ან მწვა­ვედ მი­ი­ღებ­და ამას. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ერთი რა­ღაც, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და ჩემს სახ­ლთან, ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა კაც­მა. ეს ჩა­მე­ბეჭ­და თავ­ში. შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას, ჩავ­ყე­ვი კო­მენ­ტა­რებს და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე. წერ­დნენ, ეტყო­ბა გა­მო­იწ­ვია ქალ­მა, კარ­გი ქალი თავს არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­სო და ა.შ. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო. ჩემს შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას უყ­ვარ­დე", - ჰყვე­ბა თაკო.


რო­გორც ამ­ბობს, ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვაა:

"მგო­ნია, რომ ახლა სწო­რად ვცხოვ­რობ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემი თვა­ლე­ბი ბრწყი­ნავს, როცა ჩემს საქ­მე­ზე და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობ. მე და გიას გვაქვს ერთი ძა­ლი­ან დიდი მი­ზა­ნი - შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა,მათ­თვის მეც და გიაც თავს გა­დავ­დებთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. ჩემ­თან არი­ან პა­ტა­რე­ბი, ერ­თად ვცხოვ­რობთ, თუმ­ცა მა­მას­თან სულ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია.

ძა­ლი­ან ბევრ ჭორს ვის­მენ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე - წერ­დნენ, რომ მე შვი­ლე­ბი მი­ვა­ტო­ვე და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე ვი­ყა­ვი. ამ დროს ჩემს გო­გო­ნებ­თან ერ­თად შეკ­ვე­თილ­ში ვის­ვე­ნებ­დი და ჩემი შვი­ლი მი­ღებ­და ფო­ტოს. მივ­ხვდი, რომ არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯან­სა­ღი. ძი­რი­თა­დად "ფე­ი­ქე­ბი" იყო, მაგ­რამ არ­სე­ბობ­დნენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მარ­თლა ამ­ტკი­ცებ­დნენ ამას", - აღ­ნიშ­ნა თაკო ტა­ბა­ტა­ძემ. 

წყარო ambebi ge


კომენტარები
საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი
საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა,...
29-10-2023, 18:39
საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი
საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა,...
29-10-2023, 18:39
ერთხელ მითხრა რა განერვიულებს ნეტა მე ვიყო შენს მდგომარეობაშიო... ვერაფერი ვკითხე, მომერიდა... ნათელი შენს სულს, წარმომიდგენია შენი სამეგობრო, სანათესაო და ოჯახი რა დღეში დატოვე...
ერთხელ მითხრა რა განერვიულებს ნეტა მე ვიყო შენს...
12-06-2022, 18:20
სანდრა რულოვსის უმძიმესი აღიარება 5 წელიწადში მოვკვდები ვფიქრობდი, როგორ იქნებიან ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი…
სანდრა რულოვსის უმძიმესი აღიარება 5 წელიწადში...
18-05-2022, 22:06
რაღაცა მე შენ არ მომეწონე ლევან, როგორ გაბედე, რომ შემეპასუხე – თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს
რაღაცა მე შენ არ მომეწონე ლევან, როგორ გაბედე,...
22-04-2022, 21:33
“ძალიან მაძლიერებთ თქვენ მე..” – ნახეთ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი ახალ მიმართვას ავრცელებს, რას წერს თაკო ტაბატაძე
“ძალიან მაძლიერებთ თქვენ მე..” – ნახეთ გია...
11-02-2022, 21:24
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно