გთხოვთ გადამარჩინეთ - თურქეთში, ქალმა ნანგრევებიდან ფოტო გამოაქვეყნა
პოლიტიკა
6-02-2023, 13:58
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა.
უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა
„გადამარჩინეთ“ – წერს ტვიტერზე თურქი ქალი.
ქალმა ეს ფოტო ატვირთა თურქი მომღერლის, ჰალუკ ლევენტს ტვიტის ქვეშ, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის, აგროვებს დახმარებას.
ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება ქალი, რომელსაც აისელ ლიერალი ჰქვია. ის არაერთმა მოქალაქემ გაამხნევა და კომენტარებში მიუწერა, რომ დახმარება მასთან მალე მივა.
კომენტარები