ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა

ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა

პოლიტიკა
20-11-2022, 22:24



ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მის, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლისგან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბა.

რო­გორც მან სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ელის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კე­თილ ნე­ბას გა­მო­ი­ჩენს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნენ.

"დღეს მე ვამ­ბობ, რომ ხვალ­ვე უნდა იყოს გაყ­ვა­ნი­ლი. მე თვი­თონ ექი­მი ვარ, ტოქ­სი­კო­ლო­გი­ა­ში ოდეს­ღაც ნა­მუ­შე­ვა­რი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფ­რო­პა­თია, რო­მელ­საც იწ­ვევს ტოქ­სი­ნე­ბის შეყ­ვა­ნა. კარ­გად ვიცი რა ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ღვიძ­ლში. ამი­ტომ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­კეთ­დეს ან­ტი­დო­ტუ­რი თე­რა­პია და ერთი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც აქ არ კეთ­დე­ბა. ეს არის მხრის სახ­სრის პრო­თე­ზი­რე­ბა, კი­დუ­რებ­ზე კეთ­დე­ბა, რომ­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ ინ­ვა­ლი­დად დარ­ჩეს. ეს უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც. ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან კე­თილ ნე­ბას ვე­ლო­დე­ბი პი­რა­დად. რო­გორ დგას იცით სა­კი­თხი? ლა­პა­რა­კი არ არის, მოგ­წონს თუ არ მოგ­წონს, კაცი კვდე­ბა, მას სი­ცო­ცხლეს ვერ წა­არ­თმევ, მხო­ლოდ უფა­ლი არ­თმევს. შენ რა უფ­ლე­ბა გაქვს, რომ წა­არ­თვა და გას­ცე გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ეს არის "ფე­ი­კი“? ვინც ამას ლა­პა­რა­კობს, თვი­თონ არი­ან "ფე­ი­კე­ბი“. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის ვე­ხე­ბი და არც მჩვე­ვია ვი­ღა­ცის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა. ჩემი მი­ზა­ნია, დრო­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხოთ ეს სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით და არა ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • მისი თქმით, აქ სა­უ­ბა­რი არ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე ან პა­ტი­მარ­ზე, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ზე, რომ­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია.

"სა­ბო­ლოო მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ნუ წა­ვარ­თმევთ სი­ცო­ცხლეს მი­შას, მე არ ვლა­პა­რა­კობ პრე­ზი­დენტზე და პა­ტი­მარ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ზე ვლა­პა­რა­კობ. მო­ქა­ლა­ქეს ნუ წა­ვარ­თმევთ სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას. ეს უნდა და­ი­მახ­სოვ­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ, ამის დრო კი­დევ არის“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "უფა­ლი იყუ­რე­ბა და არა­ვის არა­ფერს შე­არ­ჩენს, ბუ­მე­რან­გი­ვით დატ­რი­ალ­დე­ბა“.

ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რებს.

"არ ვსა­უბ­რობ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მა­ზე- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეა, კლი­ნი­კე­ბიც, მაგ­რამ არა­ვის­ზე ხე­ლის და­დე­ბა არ მჩვე­ვია, რომ მი­ვუ­თი­თო ვის­გან მო­დის. ეს არის კომ­პლექ­სუ­რი ამ­ბა­ვი და ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ, რუ­სე­თი­დან იმარ­თე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.



კომენტარები
ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და...
3-11-2022, 19:50
მივიღე გადაწყვეტილება ძალიან მძიმე ჩემთვის... რადგან საქართელოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება გადავწყვიტე გვარამიას და სააკაშვილის..."
მივიღე გადაწყვეტილება ძალიან მძიმე ჩემთვის......
19-08-2022, 21:52
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით – ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის...
17-06-2022, 22:50
2 მილიონ დოლარად აშშ-ში სახლი უყიდა, მიშასთან ისვენებდა..." - უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ
2 მილიონ დოლარად აშშ-ში სახლი უყიდა, მიშასთან...
13-06-2022, 21:43
"ტიპი რა დონის თავხედია - გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო, ასეთი რამ გაგონილა?" - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე
"ტიპი რა დონის თავხედია - გვეუბნება, რომ...
11-05-2022, 18:25
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა  სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა უყი­და"
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სოფო ნიჟარაძეს...
8-01-2022, 18:26
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно