ჩვენო ღიმილიანო, ვინ იცის, როგორ შეგეშინდა... როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ..." - ემოციური პოსტი
პოლიტიკა
30-07-2022, 19:41
გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ერთ-ერთი მედიკოსის, ქეთი გულაგაშვილის შესახებ მოქალაქე გიორგი აფციაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ, ვინ იცის, როგორ შეგეშინდა...
როგორ სასტიკად მოგექცა განგება, ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა შენი ხალისიანი სიცოცხლე.
მადლობა, შენი გმირობისთვის", - წერს გიორგი აფციაური სოციალურ ქსელში.
დღეს, გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ორი ექიმი ემსხვერპლა - ქეთი გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.
ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.
კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.
ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კომენტარები