კობახიძე: ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ივანიშვილს ვერ შეაშინებს

კობახიძე: ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ივანიშვილს ვერ შეაშინებს

პოლიტიკა
16-06-2022, 20:33



ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მოტივაცია მისთვის ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე ირიბად მოქმედებს, თუმცა „ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ“.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები მის მიმართ ისედაც მოქმედებს. აქ ყველა ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს გულუბრყვილო წარმოდგენა, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, თითქოს ვიღაცის უმუშევრობის გამო მოხვდა რაღაც რეზოლუციაში. ირიბი სანქცია რეზოლუციამდეც იყო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა პირდაპირ თქვა, რომ ირიბი სანქციები მის წინააღმდეგ მანამდეც მოქმედებდა, ეს უბრალოდ აისახა რეზოლუციაში. ასევე, როცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ. ეს მართლაც ასეა, ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მისთვის მოტივაცია ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - მათ შორის პირველ რიგში ისინი, ვინც აწესებს პირდაპირ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ მოითხოვს ამ სანქციების დაწესებას. გამორიცხულია, მათ ამას მიაღწიონ - შემოაბრუნონ ივანიშვილი პოლიტიკაში მისი ნების საწინააღმდეგოდ და მოათხოვნინონ ხელისუფლებისთვის მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის აბსურდი და ისინი ამას ვერ ეღირსებიან!“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს ასევე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს.


კომენტარები
ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს - ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე
ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს - ირაკლი ზარქუა...
13-06-2022, 21:23
ვიდეო) შოკისმომგვრელი და სენსაციური განცახდება ევროპარალემენტარების მოთხოვნა სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს
ვიდეო) შოკისმომგვრელი და სენსაციური განცახდება...
8-06-2022, 21:53
რა არგასვენებთ თქვე გახრწნილებო, ფეხებიც არ მოჭამოთ ბიძინა ივანიშვილს" - დავით ოქიტაშვილი
რა არგასვენებთ თქვე გახრწნილებო, ფეხებიც არ...
21-05-2022, 21:22
"ფეხებიც არ მოჭამოთ ბიძინა ივანიშვილს... ბოროტებას სიკეთესე არასოდეს გაუმარჯვია" - დათო ოქიტაშვილი
"ფეხებიც არ მოჭამოთ ბიძინა ივანიშვილს......
14-05-2022, 22:32
“ბიძინა ივანიშვილმა დამიჯერა და მოიგო…” – ნახეთ რა გაამხილა მიხეილ ცაგარელმა ბიძინა ივანიშვილზე
“ბიძინა ივანიშვილმა დამიჯერა და მოიგო…” – ნახეთ...
20-04-2022, 21:23
გაისტუმრა, თუ არა, ივანიშვილმა ზურაბიშვილის “ვალი”?
გაისტუმრა, თუ არა, ივანიშვილმა ზურაბიშვილის...
4-01-2022, 20:02
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно