მოულოდნელი ინფორმაცია - პუტინმა ბოდიში მოიხადა
პოლიტიკა
21-05-2022, 21:25
მოულოდნელი ინფორმაცია - პუტინმა ბოდიში მოიხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოუწია სერგეი ლავროვის კომენტარის გამო, რომელმაც განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შესახებ შეხედულების გარკვევისთვის“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
კომენტარები