როგორც სომეხი ვამბობ, სომხეთი რუსეთის ნაწილია“ - მარგარიტა სიმონიანი
პოლიტიკა
18-05-2022, 20:41
პროპაგანდისტული რუსული ტელეარხის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი ამჯერად სომხეთზე, როგორც სახელმწიფოზე საუბრობს, რომელიც პროპაგანდისტის მტკიცებით, რუსეთის ნაწილია:
„რა იქნებოდა სომხეთი რუსეთის გარეშე? ის საერთოდ არ იარსებებდა, ამას როგორც სომეხი, ისე ვამბობ. სომხეთი, 1828 წელს, ნებაყოფლობით რომ არ გამხდარიყო ამ უდიდესი იმპერიის ნაწილი, დღეს არაფერი მისგან არ დარჩებოდა. ასე რომ დიახ, როგორც სომეხი ვიტყვი, რომ სომხეთი რუსეთის ნაწილია“,– ამბობს მარგარიტა სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში.პ
კომენტარები