პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება... ახლახან გახდა ცნობილი...
პოლიტიკა
11-05-2022, 21:11
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება... ახლახან გახდა ცნობილი...
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაეცნო იუსტიციის მინისტრებისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მიწოდებულ ინფორმაციას
"პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით". - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა დღეს, 10 მაისს შესთავაზა.
მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილს კლინიკაში "საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" ჩაუტარდება.
ბრეგაძემ ეს შეთავაზება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების" მიზეზით ახსნა.
მოგვიანებით ენმ-ის წევრმა, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას თანხმდება.
კომენტარები