ამ წუთებში ვრცელდება უცხოურ მედიაში - "ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ "

ამ წუთებში ვრცელდება უცხოურ მედიაში - "ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ "

პოლიტიკა
1-04-2022, 22:40



ამ წუთებში ვრცელდება უცხოურ მედიაში - "ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ "


ბერმუდის კუნძულების გაზეთ The Royal Gazette-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საქართველოს ყოფილი ლიდერის გამარჯვება სასამართლოში მისი ფერადი კარიერის ახალ პერიოდს წარმოადგენს“ (ავტორი - რებეკა ზული).

„ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ და დისკომფორტს განიცდიან იმის გამო, რომ მათი მდიდრული ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, შეიძლება გაოცებულნი დარჩნენ იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთმა მათგანმა - ბიძინა ივანიშვილმა - სულ რაღაც ოთხი თვის წინ ბერმუდის კუნძულების სასამართლოში ღიად და ნათლად აღწერა თავისი თავბრუდამხვევი გამდიდრების ისტორია საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე“, - ასეთი შესავალი აქვს საგაზეთო სტატიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და ბიზნესმენ-ოლიგარქის პორტრეტია გადმოცემული.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შვეიცარიულ გიგანტურ ფინანსურ დაწესებულებას - ბანკ Credit Suisse-ს 500 მილიონი დოლარის საქმე მოუგო, კავკასიური სახელმწიფოს - საქართველოს ყოფილ პრემიერს და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ დამაარსებელ პიროვნებას წარმოადგენს. მისი პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო - ოთხი წლის შემდეგ, როცა მეზობელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯარი მის ქვეყანაში შეიჭრა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა და როგორც რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის მომხრე, პრემიერ-მინიტრის პოსტზე მხოლოდ ერთი წელი იყო, შემდეგ - პარტიის ლიდერად, 2018-2021 წლებში. ამ ერთი თვის წინათ, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაშიც შეიჭრა, საქართველოს მმართველ პარტიას ძალზე ფრთხილი არჩევნის გაკეთებამ მოუწია უკრაინის მხარდასაჭერად ისე, რომ თავისი გიგანტური, ჩრდილოელი აგრესიული მეზობელი არ გაეღიზიანებინა.
იმავდროულად, თბილისმა წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრების მიზნით. დღეს მილიარდერი თავის ფუტურისტული სტილით აგებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი დოლარი ღირს. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, „მინის სახლში“ არის ზვიგენების აკვარიუმი, ვერტმფრენის მოედანი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რომლის საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება“, - ნათქვამია სტატიაში.




კომენტარები
პუტინმა შეიძლება ვერ გაუძლოს - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში
პუტინმა შეიძლება ვერ გაუძლოს - რა ინფორმაცია...
5-03-2022, 20:57
"დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია" - პუტინი
"დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია"...
5-03-2022, 20:00
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! - პრემიერის არგუმენტები
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ...
28-02-2022, 18:37
შეზღუდვა ბრიტანეთში მყოფ რუსებს - სიაში ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩიც არის
შეზღუდვა ბრიტანეთში მყოფ რუსებს - სიაში ჩელსის...
25-02-2022, 00:48
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი ტრაგედია ტრაილებს - რა საშინელი ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში
ეს ანგელოზი გოგოები გარდაიცვარლენ, უდიდესი...
14-01-2022, 01:09
გაისტუმრა, თუ არა, ივანიშვილმა ზურაბიშვილის “ვალი”?
გაისტუმრა, თუ არა, ივანიშვილმა ზურაბიშვილის...
4-01-2022, 20:02
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно